წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი ადგენს lale.ge-ის ადმინისტრაციასა და ვებგვერდის მომხმარებლებს შორის ურთიერთობის ძირითად წესებსა და პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის წერილობით სხვა შეთანხმება არ არსებობს, ვებგვერდზე შესრულებული თითოეული შენაძენი რეგულირდება სწორედ ამ წესებითა და პირობებით.
მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა, რეგისტრაცია, ავტორიზაცია, ან ვებგვერდის ნებისმიერი სერვისის გამოყენება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება და იცავს ამ დოკუმენტში ჩამოთვლილ პირობებს, აგრეთვე კონკრეტული პროდუქციის აღწერაში მითითებულ დამატებით წესებს.


ვებგვერდის გამოყენების პირობები:
საიტით სარგებლობა დაშვებულია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც მოქმედი კანონმდებლობით არ ეკრძალება ინტერნეტის მეშვეობით მომსახურების მიღება. lale.ge არ ცდილობს მომხმარებლების მიერ მოქმედი კანონების დარღვევას და არც არის პასუხისმგებელი მსგავსი შემთხვევებისათვის. საიტის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისი ქმედებები სრულ შესაბამისობაშია ყველა მოქმედ კანონსა და რეგულაციასთან, მათ შორის საგადასახადო მოთხოვნებთან. თუ მომხმარებელი არღვევს კანონმდებლობას ან იყენებს სერვისს არასათანადოდ, lale.ge არ აგებს პასუხს მის ქმედებებზე.


მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები:
ვებგვერდით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ ადმინისტრაციას შეუძლია დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
მომხმარებელმა არ უნდა გაავრცელოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი მესამე პირთან.
თუ არსებობს ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია გაჟონა ან კომპრომეტირებულია, მომხმარებელი ვალდებულია მყისიერად შეცვალოს პაროლი.
მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე, მათ შორის იმ მოწყობილობის დაცვაზე, საიდანაც შედის საიტზე. თუ მომხმარებელს შეექმნება ეჭვი ანგარიშზე უნებართვო წვდომის ან უსაფრთხოების დარღვევის შესახებ, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს lale.ge-ს ადმინისტრაციას.

რეგისტრაციისა და შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს სწორი და რეალური ინფორმაცია.
სხვა პირის მონაცემების გამოყენება მკაცრად აკრძალულია. თუ ასეთი შემთხვევა გამოვლინდება, ადმინისტრაციას უფლება აქვს შეაჩეროს შეკვეთის შესრულება, არ მოახდინოს პროდუქტის მიწოდება და არ დააბრუნოს თანხა მანამ, სანამ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები არ დაადგენენ ფაქტობრივ გარემოებებს.

პროდუქციის განვადებით შესყიდვისას, ურთიერთობა წარმოიშობა მომხმარებელსა და შესაბამის ბანკს ან ფინანსურ ორგანიზაციას შორის. ამ შემთხვევაში, lale.ge მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებზე.



მიწოდება და პროდუქციის დაბრუნება:
მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს უფასო მიტანა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში.
საქართველოს სხვა ქალაქებში მიწოდება შეიძლება მოიცავდეს დამატებით გადასახადებს, რომელთა შესახებაც მომხმარებელი შეკვეთის დამუშავების შემდეგ მიიღებს შეტყობინებას. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება დამატებით ხარჯს, lale.ge ვალდებულია 24 საათის განმავლობაში დააბრუნოს გადახდილი თანხა.

ასევე, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს პროდუქციის აწყობა და საბოლოო სახით ჩაბარება.
თუ მომხმარებელი უარს განაცხადებს მიღებულ პროდუქციაზე, lale.ge მოახდენს ნივთის უკან წაღებას და დააბრუნებს თანხას, გამოკლებით ტრანსპორტირების, ატანისა და აწყობის ხარჯებისა.



lale.ge-ის უფლებები
თუ შეკვეთა ეხება ბოლო ხელმისაწვდომ ერთეულს, კომპანიას უფლება აქვს გახსნას და გადაამოწმოს პროდუქტი მისი ხარისხის უზრუნველსაყოფად.
თუ აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი, lale.ge იტოვებს უფლებას ცალმხრივად გააუქმოს შეკვეთა და მომხმარებელს დაუბრუნოს გადახდილი თანხა.
Made on
Tilda