ჩვენ მიერ მიღებული ნებისმიერი პირადი ინფორმაცია დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ — პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიხედვით. თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ვებგვერდის lale.ge მიერ, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და თქვენი შეკვეთის შესრულების უზრუნველსაყოფად.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებგვერდი „სტუმრის“ რეჟიმში, როგორც პროდუქციის დასათვალიერებლად, ისე შესაძენად.
- შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ „სიახლეების გამოწერაზე“ — ამ შემთხვევაში თქვენი ელფოსტა მოხვდება ჩვენს ბაზაში მხოლოდ ახალი შეთავაზებების გასაგზავნად.
- ავტორიზაციის გავლის შემდეგ თქვენი პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, შეკვეთილი პროდუქციის სია) ინახება ჩვენს არქივში მხოლოდ თქვენი შეკვეთის ეფექტურად დასამუშავებლად და ხარისხიანად შესასრულებლად.
თუ პროდუქციას ყიდულობთ განვადებით, გადამისამართება მოხდება საქართველოში მოქმედი ბანკის ონლაინ განვადების პლატფორმაზე. თქვენი მონაცემების გადამოწმება და დამუშავება ხორციელდება უშუალოდ ბანკის მიერ, ხოლო თქვენ მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ ინახება lale.ge-ის ბაზაში.
თუ გადახდას ახორციელებთ ბარათით, ოპერაცია ასევე ტარდება საქართველოში რეგისტრირებული ბანკის უსაფრთხო გადახდის გვერდზე. ბარათის მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ ბანკი, და ისინი არ ხვდება lale.ge-ის მონაცემთა ბაზაში.
მომსახურების გაუმჯობესებისა და თქვენი საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, მნიშვნელოვანია, რომ მოგვეწოდოს ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელია ინდ. მეწარმე ლევან ჩხეიძე (ს/ნ 302220317).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტ სივრცეში სრულფასოვანი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს, ამიტომ სანამ შეიძენთ პროდუქციას, დარწმუნდით, რომ იმყოფებით ოფიციალურ ვებგვერდზე — lale.ge.